თუ ყველაფერი დაცული იქნება, პროცედურები რაც წერია კოდექსში, მაშინ შეუძლებელია გაყალბება - რას აცხადებდა ნინო ლომჯარია არჩევნებამდე

თუ ყველაფერი დაცული იქნება, პროცედურები რაც წერია კოდექსში, მაშინ შეუძლებელია გაყალბება - რას აცხადებდა ნინო ლომჯარია არჩევნებამდე

თუ ყველაფერი დაცული იქნება, პროცედურები, რაც წერია კოდექსში, მაშინ შეუძლებელია გაყალბება. თუ დამკვირვებელი ადგილზე იქნება, მარტო ჩვენ ხომ არ ვიქნებით, სხვა ორგანიზაციებიც იქნება, პარტიების წარმომადგენლები იქნებიან, - აცხადებდა არჩევნებამდე ყოფილი სახალხო დამცველი, პლატფორმის - „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია „ფორმულას“ გადაცემაში „კვირის ფორმულა“.

„ის მოქალაქეები, რომლებიც ესწრებოდნენ ჩვენს ტრენინგებს და მათ შორის არიან საჯარო პირები და ისინი არიან ძალიან ბევრნი, ტრენინგის დასრულების დროს ყველა გვეუბნებოდა, რომ თუ ამდენი პროცედურა და ამდენი გარანტიაა, როგორ შეიძლება გაყალბდეს არჩევნებიო. ამბობენ, რომ ეს არ ვიცოდითო. ადამიანებს აჯერებენ, რომ არჩევნების გაყალბება და არჩევნების შედეგების დაწერა, მარტივია. მათ არ იციან რეალურად რამდენად დეტალიზებულია ეს პროცესი და თუ ყველაფერი დაცული იქნება, პროცედურები რაც წერია კოდექსში, მაშინ შეუძლებელია გაყალბება.

თუ დამკვირვებელი ადგილზე იქნება, მარტო ჩვენ ხომ არ ვიქნებით, სხვა ორგანიზაციებიც იქნება, პარტიების წარმომადგენლები იქნებიან. ბელორუსზე ამბობენ ხოლმე, აი ბელორუსივით დაგვემართებაო. ბელორუსში საერთაშორისო დამკვირვებლები საერთოდ არ არსებობენ, ოქმებიც კი არ არის ხელმისაწვდომი და დაწერს ხელისუფლება რასაც უნდა. იქეთ კი მივდივართ, მაგრამ ჩვენთან ჯერ ბელორუსი არ არის“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

მერაბ.g კურტუმო მისია, ვისაც უნდა და საითაც უნდა იქით მიუტრიალებს!
3 კვირის უკან