შალვა პაპუაშვილი: NDI-ის პასუხისმგებლობაა, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია

შალვა პაპუაშვილი: NDI-ის პასუხისმგებლობაა, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია

მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს, ასევე დაადასტურებდა ISFED-ის  პარალელური დათვლის ანგარიში, რომელსაც ISFED მალავს. გუშინ თქვენ ნახეთ, რომ მათ გადააცილეს დრო, განმეორდა ზუსტად 2020 წლის სცენარი, მაშინაც დააგვიანეს  პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნება,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, ISFED ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო.

„როგორც წესი ეუთოს ანგარიშამდე არის ხოლმე, როგორც წესი კი არა მათი მეთოდოლოგიით ასე ხდება  გამოქვეყნება 12 საათზე ანგარიშის და მაშინაც გადააცილეს, იმიტომ რომ, აყალბებდნენ პარალელური დათვლის შედეგებს და ვერ გადაეწყვიტათ რა ციფრები დაესვათ ზუსტად და წელსაც განმეორდა ზუსტად იგივე ISFED ზუსტად იგივე სკანდალში გაეხვია, როგორც 2020 წლის გაყალბების სკანდალი იყო. ისინი არ აქვეყნებდნენ შედეგებს, მას შემდეგ რაც მოიკითხა სხვადასხვა სუბიექტმა რა ხდება პარალელურ დათვლასთან დაკავშირებით, მათ საბოლოოდ გუშინ გვიან ღამით, გაავრცელეს განცხადება და რა თქმა უნდა ვერ გაექცეოდნენ  იმას და იმ განცხადებაში თქვეს, რომ  ემთხვევა მათი დათვლის შედეგები ცესკოს დათვლის შედეგებს, თუმცა დანარჩენი დეტალები, რომლებიც ზუსტად აი  ამ საკითხებთან არის დაკავშირებული მათ დამალეს და არ უნდათ რომ საზოგადოებას აცნობონ, ამიტომ მოვითხოვთ, რომ ISFED-მა გაასაჯაროოს სრულად პარალელური დათვლის შედეგები,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

პაპუაშვილის განცხადებით, NDI-ის პასუხისმგებლობაა, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე ასახული  რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი  საქართველოს. 

„შეგახსენებთ გუშინ  NDI-ის სადამკვირვებლო მისია, რომ ატარებდა ბრიფინგს მისმა ხელმძღვანელმა მიუთითა კიდევაც, რომ ისინი ელოდნენ ISFED-ის პარალელური დათვლის ანგარიშს, ასე რომ ეს ახლა უკვე NDI-ის პასუხისმგებლობა არის, ვინაიდან ის მათი მეთოდოლოგიით ტარდება, რომ მოუწოდონ და აიძულონ ISFED, რომ გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის სრული ანგარიში, რომელშიც ზუსტად იქნება ყველა ის სიყალბე, რომელსაც ახლა აბრალებს ოპოზიცია, ქალბატონი სალომე, თუ ზოგიერთი უცხოელი აქტორი  საქართველოს. ამიტომ წინა ჯერზე თუ  NDI გაექცა თავის პასუხისმგებლობას, როდესაც ყალბი რიცხვების გავრცელება ხდებოდა ამ ჯერზე მათ უნდა გამოასწორონ ის შეცდომა, რომელიც მაშინ დაუშვეს. ასვე შეგახსენებთ, რომ ISFED ამ პარალელურ დათვლას, ისევე როგორც 2020-ში  USAID-ის დაფინანსებით, გახსოვთ რომ 2020-ში შემდეგ გაირკვა რომ  USAID-მა იცოდა რომ ISFED ავრცელებდა ყალბი დათვლის შედეგებს და გვიმალავდა ამას ამიტომ წელს იქ ხელმძღვანელობა შეცვლილი არის და მაშინდელი ხელმძღვანელობა ამას მალავდა, ახლა ახალი ხელმძღვანელობის კეთილსინდისიერების საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ მათ უნდა მოუწოდონ ISFED-ს,  რომ  გამოაქვეყნონ პარალელურ დათვლის სრული ანგარიში და არ დაუმალონ ქართველ ხალხს ის მხილება, რომელიც ამ  ანგარიშში იქნება ოპოზიციის და ზოგიერთი ენჯეოების მიმართ,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.