პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გავრცელებულ ქარდთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლითაც მისი თქმით, მის შემქმნელებს საზოგადოება დეზინფორმაციაში შეჰყავთ.
„ვიღაცამ თავი შეიწუხა და დეზინფორმაციული ქარდი ააწყო. ამ დონეზეა ეს დეზინფორმაციული კამპანია აწეული ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით. ადამიანებმა ელემენტარულად რომ არ იციან, რომ მოსახლეობასა და მოქალაქეებს შორის სხვაობა არის, თანაც თავად საუბრობენ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებზე. მოსახლეობაში რომ იგულისხმება ის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და მოქალაქეებში იგულისხმება როგორც საქართველოში მცხოვრები, ისე ქვეყნის გარეთ მყოფი ადამიანები, მარტივი უცოდინარობა იქნებოდა წესით, თუმცა სადაც ადამიანები ამ ქარდისთვის იწუხებენ თავს და რაღაც არითმეტიკას მიმართავენ, დიდი ალბათობით ძალიან კარგადაც იცოდნენ რა ხდება, უბრალოდ ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას. ამაზე იყო გუშინ განმარტებები და იუსტიციის სამინისტრო დამატებით განმარტებებსაც გააკეთებს, თუ საჭირო იქნება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.