გიორგი ვოლსკი ISFED-ის შეფასებაზე: სისტემა არ იძლევა გაყალბების საშუალებას, როგორც ეს ISFED-მა წინა არჩევნებზე გააკეთა და რევოლუციის ცეცხლსა და სისხლში კინაღამ გახვია ქვეყანა

გიორგი ვოლსკი ISFED-ის შეფასებაზე: სისტემა არ იძლევა გაყალბების საშუალებას, როგორც ეს ISFED-მა წინა არჩევნებზე გააკეთა და რევოლუციის ცეცხლსა და სისხლში კინაღამ გახვია ქვეყანა

„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის დელეგატი გიორგი ვოლსკი ISFED-ის მიერ გამოქვეყნებულ არჩევნების შეფასებას ეხმაურება.

„ISFED-ი ვერანაირად აუვლიდა გვერდს ჩვეულებრივ არითმეტიკას. სისტემა არ იძლევა გაყალბების საშუალებას, როგორც ეს ISFED-მა წინა არჩევნებზე გააკეთა და რევოლუციის ცეცხლსა და სისხლში კინაღამ გახვია ქვეყანა. ამის შესაძლებლობა არ მიეცათ“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ISFED-ში განაცხადეს, რომ მათ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.