ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებაზე: ამით ცდილობს შევიდეს წინასაარჩევნო კამპანიაში

ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებაზე: ამით ცდილობს შევიდეს წინასაარჩევნო კამპანიაში

ამით ცდილობს შევიდეს წინასაარჩევნო კამპანიაში, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პრეზიდენტის განცხადებას არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ.

„იცის, რომ უკვე საპრეზიდენტო არჩევნები გვექნება საქართველოში და, ეტყობა მადამ მავნებელს სურს რომ ისევ რამდენიმე წლით იყოს საქართველოს პრეზიდენტი. გაუტკბა ეტყობა ამ პოზიციაზე“, - აცხადებს ზარქუა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.