„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი არჩევნების შედეგების არაღიარების შესახებ პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის სიტყვებს არც ქართულ საზოგადოებაზე ექნება გავლენა, არც უცხოელ პარტნიორებზე.
„ე.წ. პრეზიდენტის ეს განცხადება არის დამარცხებული ტერორისტის კონვულსიური განცხადება. ამიტომ, რაც არ უნდა ილაპარაკოს მან და მის გვერდით მყოფმა „პოლიტიკოსებმა“, ამას ქართულ საზოგადოებაზე უკვე არანაირი ზეგავლენა აღარ ექნება. ისინი ვერც უცხოეთში გაყიდიან ამ თავის ნარატივს“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.