გიორგი ვოლსკი: ზურაბიშვილი გადაერთო რუსულ თემაზე და არაფერია იმაზე მეტად რუსული, ვიდრე ისევ ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, რისკენაც მას უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წაიყვანოს

გიორგი ვოლსკი: ზურაბიშვილი გადაერთო რუსულ თემაზე და არაფერია იმაზე მეტად რუსული, ვიდრე ისევ ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, რისკენაც მას უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წაიყვანოს

„ქართული ოცნების“ დიდუბე-ჩუღურეთის დელეგატს გიორგი ვოლსკის მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას არჩევნების არაღიარების შესახებ საზოგადოებაზე გავლენა არ ექნება. მან აღნიშნა, რომ ელექტრონული სისტემის გამოყენებამ არჩევნების შედეგების გაყალბება გამორიცხა.

„არჩევნების გაყალბების თემა დღის წესრიგიდან მოიხსნა. ჯერ ერთი, არ შეიძლება ეს სისტემა, რომელიც შეიქმნა, გაყალბებული იყოს. ვერ ყალბდება. ამაში ამერიკული და ჰოლანდიური კამპანიებია ჩართული. შეუძლებელია გაყალბება და ახლა სალომე ზურაბიშვილი გადაერთო რუსულ თემაზე და არაფერი არსებობს იმაზე მეტად რუსული, ვიდრე ქვეყნის 20%-ის ჩაბარება, ვიდრე ისევ ეკონომიკური და სამხედრო დაპირისპირების პროვოცირება, რისკენაც სალომე ზურაბიშვილს უნდა, რომ ჩვენი ქვეყანა წაიყვანოს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა და ქვეყანაზე განხორციელდა რუსული სპეცოპერაცია.