კონსტანტინე გამსახურდია: პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით და ხუთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა გვაქვს და ამის არ გამოყენება როგორ შეიძლება?

კონსტანტინე გამსახურდია: პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით და ხუთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა გვაქვს და ამის არ გამოყენება როგორ შეიძლება?

პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით და ხუთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა გვაქვს და ამის არ გამოყენება როგორ შეიძლება?!, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რადიკალურ ოპოზიციაზე საუბრისას ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, ეროვნული საპარლამენტო ბიბლიოთეკის დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ.

„ასეულობით დამკვირვებლის აზრი უკვე არის ცნობილი და შუალედური დასკვნაც არსებობს, კიდევ მოვა სხვა დასკვნებიც. სახეზეა გამარჯვებული. ასევე ძალიან შთამბეჭდავია, ოპოზიციის შედეგი. ასეთი შედეგი ოპოზიციას ათეულობით წელია არ დაუდია. მე იმას ვიტყოდი, რომ აქ არის ძალიან დიდი შანს, გვქონდეს ისეთი რამ, რაც ისტორიაში არ გვქონია. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პროპორციული არჩევნები ჩატარდა, ანუ პარტიულ სიებს მისცა ადამიანებმა ხმა“, - განაცხადა გამსახურდიამ.

მისივე თქმით, შერეული სისტემით არჩევნები საქართველოში 90-იანი წლებიდან ტარდებოდა.

„პირველად საქართველოს ისტორიაში არჩევნები ჩატარდა პროპორციული სისტემით და ხუთპარტიული პარლამენტის შესაძლებლობა გვაქვს და ამის არ გამოყენება როგორ შეიძლება?! ეს არის შეცდომა. ჩემი აზრით, არ შეიძლება ასეთი რამის დაშვება, რადგან ამით ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, გვქონდეს, დაახლოებით ისეთივე ქვეყანა, როგორც იყო გერმანიაში, ვაიმარის რესპუბლიკა“, - აღნიშნა გამსახურდიამ.

მისივე თქმით, პარლამენტის ტრიბუნა ეს არის საუკეთესო ტრიბუნა პოლიტიკოსებისთვის, რათა მათ გამოხატონ თავიანთი აზრი, გადმოსცენ თავისი პროგრამები, გააცნონ ისინი ხალხს, იბრძოლონ ამ პროგრამების განხორციელებისთვის.

„ეს აუცილებელია. პარლამენტის ტრიბუნის გარეშე ეს შეუძლებელია. არ მესმის, რატომ აკეთებენ ამას, რომ არ შედიან პარლამენტში. ეს ხომ დიდი შესაძლებლობების ადგილია?!“, - დასძინა გამსახურდიამ.

მერაბ.g ვინც არ შევა პარლამენტში, სარი ითხაროს ყითაში! ამით ის თვითგანადგურებას მოაწერს ხელს; მე ხმა მივეცი გახარიას და თუ ის პარლამენტში არ შევა (კი ბატონო, მრავალი დარღვევების დაფიქსირებით) ბევრ ჩემნაირ მხარდამჭერს დაკარგავს!
პარლამენტიდან უკეთ შეიძლება ამ არჩევნებისა და ზოგადად მიმდინარე მოვლენების შეფასება
3 კვირის უკან