აუცილებელია გუშინ დაფიქსირებული შედეგების პატივისცემა. მცირე დარღვევები არ გახლდათ სისტემატური და ამასთან დაკავშირებით საუბარი ნივთმტკიცების გარეშე ნიშნავს იმას, რომ თქვენ არც დემოკრატიას სცემთ პატივს და არც ქართველი ხალხის ნებას. ეს საკმაოდ სერიოზული საკითხი გახლავთ, - განაცხადა „იმედის კვირის“ ეთერში საერთაშორისო დამკვირვებელმა, ესპანეთის სენატის წევრმა, სენატორმა ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან, ლუკ ურიბ-ეჩებარია აპალატეგიმ.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ფიქსირდება თუ არა სხვა ქვეყნებში მცირე გადაცდომები არჩევნების მიმდინარეობისას, რაზეც საერთაშორისო დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ასეთი რამ შეიძლება ესპანურ, იტალიურ და ფრანგულ სახელმწიფოებშიც შეიძლება მოხდეს.
„ჩემთვის, ამოსავალი წერტილი გახლავთ იმის განცხადება და ხაზგასმა, რომ გუშინდელი ინციდენტები არ წარმოადგენენ ამ ქვეყანაში საარჩევნო პროცესში პრობლემების მაგალითს. გუშინ მოქმედებდა 3 ათასზე მეტი საარჩევნო უბანი და აქედან მხოლოდ 11-ში იყო გარკვეული ხასიათის დარღვევები. ეს ნიშნავ, რომ ეს შემთხვევები ვერ გამოდგებიან საარჩევნო შედეგების ეჭვქვეშ დასაყენებლად. საარჩევნო კომისია, საარჩევნო სისტემა მუშაობს გამართულად, კადრები არიან პროფესიონალები და მოსახლეობას საკმაოდ სწრაფად მიეწოდა სწორი მონაცემები.“, - აღნიშნა საერთაშორისო დამკვირვებელმა.
3 110 უბნის მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა 53.92 %-ს შეადგენს, ოთხ ოპოზიციურ გაერთიანებას კი, ჯამში, 37.786% აქვს