ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა ხმა მისცეს საპარლამენტო არჩევნებზე, ევროკავშირი ახლოდან აკვირდებოდა საპარლამენტო არჩევნებამდე მიმავალ მოვლენებს , - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისიის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხალხმა აჩვენა დემოკრატიული ღირებულებებისადმი და თავიანთი ქვეყნის ევროკავშირის გზისადმი ერთგულება.

„ეუთო/ოდირის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი ცნობებისა და დასკვნების თანახმად, “საარჩევნო დღე ძირითადად პროცედურულად კარგად იყო ორგანიზებული და მოწესრიგებულად ადმინისტრირებული, მაგრამ გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ხმის მიცემის საიდუმლოს ხშირი დარღვევებით და რამდენიმე პროცედურული შეუსაბამობით, ისევე როგორც ამომრჩევლების დაშინებისა და მათზე ზეწოლის შესახებ ცნობებით, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს პროცესის საჯარო ნდობაზე. ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ანგარიშები, განსაკუთრებით საჯარო სექტორის მოხელეებზე, ფართოდ გავრცელებული დარჩა კამპანიაში. ამან, და ამას მიმატებული არჩევნების დღეს ამომრჩევლების ფართო თვალყურმა, წუხილები გააჩინა ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ შურისძიების შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯოზებ ბორელი და ევროკომისია ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ არჩევნების დამკვირვებლები იუწყებიან არათანაბარი პირობების, პოლარიზებულ ატმოსფეროში გამყოფი კამპანიის და ამ საარჩევნო პროცესზე ბოლო საკანონმდებლო ცვლილებების გავლენის გამო მნიშვნელოვანი შეშფოთების შესახებ.

„მოვუწოდებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და სხვა შესაბამის ორგანოებს, შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად გამოიძიონ და განიხილონ საარჩევნო დარღვევები და ბრალდებები. ეს დარღვევები უნდა დაზუსტდეს და აღმოიფხვრას. ეს აუცილებელი ნაბიჯია საარჩევნო პროცესისადმი ნდობის აღსადგენად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია აცხადებენ, რომ ევროკავშირი მოუთმენლად ელის ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს და რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს რაც შეიძლება მალე.

„კონსტრუქციული და ინკლუზიური დიალოგი პოლიტიკური სპექტრის მასშტაბით ახლა უმთავრესია. ევროპული საბჭოს 17 ოქტომბრის დასკვნების შესაბამისად, ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს განახორციელოს დემოკრატიული, ყოვლისმომცველი და მდგრადი რეფორმები, ევროინტეგრაციის ძირითადი პრინციპების შესაბამისად. ამ კონტექსტში, ევროკავშირი იხსენებს, რომ ნებისმიერი კანონმდებლობა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც დაფუძნებულია ევროკავშირი, უნდა გაუქმდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

კარლო როცა თქვენი აგენტურა არჩევნების შედეგებს არც კი ითვლიდა და პირდაპირ მათთვის სასურველ ციფრს დებდა, თქვენი ამოღებული ხმა არავის გაუგონია. ქართველი ხალხის ქუჩაში ხოცვაზე დუმილი ამ ხალხზე ზრუნვით იყო ალბათ განპირობებული, ტქვენი მიზანი იყო და არის ქართველთ გენოციდი, თქვენთვის ქართველი ხალხი მხოლოდ თქვენი აგენტურაა, რომელთა შორის უმრავლესობა არაქართველია. აი ამ არაქართველთა ხელით აწყობთ ქართველების გენოციდს.არაფრით არ ხარტ რუსებზე უკეთესი, მათზე ბევრად უარესებიც ხართ.
3 კვირის უკან