პრეზიდენტი: ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის

პრეზიდენტი: ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის

ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ეს არის იგივე, რაც აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ქვეყანაში. ამისთვის არ უცხოვრიათ ჩვენ წინაპრებს და ამას ჩვენ არ შევეგუებით. არ შეიძლება, რომ ვინმემ საქართველოს თავისი ევროპული მომავალი წაართვას.

ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და გამოვაცხადოთ, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, არ ვეგუებით რუსეთს და მის შემოსვლას ამ ფორმით საქართველოში. ჩვენ დავდგებით ერთად. ისინი ჩემთან ერთად და მე მათთან ერთად. ყველას მინდა მოგიწვიოთ ხვალ, საღამოს 7 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად ვთქვათ, გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, ვიცავთ კონსტიტუციურ უფლებას", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კარლო გააძევეთ ეს გარეწარი ქვეყნიდან
4 კვირის უკან