მამუკა მდინარაძე: ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს და მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება, რომ 2 მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა

მეც მოვუწოდებ ყველა ადამიანს, დაუდგეს მათ გვერდით, ვისაც კი ოდნავ შეუძლია დაჯერება იმის, რომ 2 მლნ-დან 300 ათასი ხმა შეიძლება გაყალბდეს, - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„ყველას ვთხოვ, ქუჩაში გამოვიდეს, მას დაუჭიროს მხარი, ვისაც ოდნავ მაინც რეალისტურად ეჩვენება და ამას დაიჯერებს, რომ 2 მლნ-დან 300 ათასი ხმის გაყალბება შეიძლება. 300 ათასი კი არა 3 ხმა რომ გაგვეყალბებინა, 10 კამერა გადაიღებდა და ჩამოიქცეოდა ყველაფერი! წინასწარ ვსაუბრობდით. ბრიფინგი ჩავატარე და ვთქვი, რა მოხდებოდა, თუ ისინი მოისყიდდნენ რომელიმე ადამიანს და გაყალბების ფეიკ კამპანიაში გარევდნენ. რა მოხდებოდა ამ შემთხვევაში, რამდენიმე დღით ადრე დეტალების სიზუსტით მოვუყევი საზოგადოებას. ერთადერთი ფაქტი იყო, რაღაც მტკიცებულების მაგვარი, ისიც დადგმული და ამაზე იქნება უმკაცრესი რეაგირება. გამოძიება მიმდინარეობს, საარჩევნო უბანი გაუქმებულია“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, არჩევნების 300 ათასი ხმით გაყალბების ფაქტს რომ ადამიანი იჯერებს, ის ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის მსხვერპლია.