ვითომ მედასავლეთე „ნაცრიდიკალები“ ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. „გაყალბებაზე“, ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.
აბაშიძის თქმით, არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცების“ ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპიდან და აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად კი რადიკალთა პრიორიტეტი ხელისუფლების მიტაცებაა.
მისივე თქმით, ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა „ნაცსექტის“ ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე.
„ვითომ მედასავლეთე „ნაცრიდიკალები“ ბოდვებში არიან ელექტრონული არჩევნების ე.წ. "გაყალბებაზე," ხოლო აშშ-ის აუდიტორები კომპანია Pro V&V-დან ელექტრონული აპარატების გამართულობაზე აქცენტირებენ.
არაერთხელ დადასტურდა, რომ „კოლექტიური ნაცების“ ე.წ. პროდასავლურობა მხოლოდ ევროპა-აშშ-დან მიღებული ფულითაა განპირობებული, რეალურად რადიკალთა პრიორიტეტია ხელისუფლების მიტაცება.
ცესკოში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზე ამერიკულმა აუდიტმა Pro V&V-მ კომპეტენტური დასკვნით, გააცამტვერა „ნაცსექტის“ ბრალდებები ვერიფიკატორებში ე.წ. მანიპულაციებზე.
Pro V&V ერთ-ერთია იმ ორი კომპანიიდან, რომელსაც გააჩნია აშშ-ში შესაბამისი ინსტიტუციების სათანადო აკრედიტაცია. მას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს ამერიკაში და არა მხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლებამოსილება აქვს. კომპანია თავად ახორციელებს ლიცენზიების გაცემას ვენდორი კომპანიებისთვის.
შესაბამისობის აუდიტის დასკვნის თანახმად:
- საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დგინდება, რომ ცესკოს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან.
- ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი.
- ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში.
- ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა.
- აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია“, - წერს გია აბაშიძე.