ირაკლი ზარქუა: წალენჯიხაში ქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო, საკრებულო რადიკალური ოპოზიციის ხელში იყო და ამ პირობებში წალენჯიხის 22-ვე უბანი პირწმინდად მოიგო მმართველმა პარტიამ

ირაკლი ზარქუა: წალენჯიხაში ქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო, საკრებულო რადიკალური ოპოზიციის ხელში იყო და ამ პირობებში წალენჯიხის 22-ვე უბანი პირწმინდად მოიგო მმართველმა პარტიამ

მინდა სრულიად საქართველოს და ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მადლობა ვუთხრა ნდობისთვის. ეს ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი მოტივაციაა, რომ ერთობით, გვერდში დგომით გვეძლევა შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო მეტად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

„22-ვე უბანი მოიგო წალენჯიხამ, იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერი „ნაციონალური მოძრაობიდან“ იყო, საკრებულო რადიკალური ოპოზიციის ხელში იყო და ამ პირობებში წალენჯიხის 22-ვე უბანი პირწმინდად მოიგო მმართველმა პარტიამ.

წინ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც უნდა გავიმარჯვოთ, მაგრამ ეს გარდამტეხი იყო, მნიშვნელოვანი არჩევნები იყო, სადაც საქართველომ არჩევანი გააკეთა ომსა და მშვიდობას შორის“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.