საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო პროცესს აფასებენ. ფრანსუა ჟიკელის შეფასებით, გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის.
მან საარჩევნო პროცესის ორგანიზებულობაზე გაამახვილა და განაცხადა, რომ პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა.
„საარჩევნო უბნების მონახულებამდე ჩვენ დამოუკიდებელმა საარჩევნო კომისიამ გაგვაცნო ყველა დეტალი. ძალიან შთამბეჭდავია იმის გაგება, რომ ელექტრონული მთვლელები პირველად იყო გამოყენებული და ის ხელმისაწვდომი იყო ამომრჩეველთა დიდი უმრავლესობისთვის. როგორც ჩემმა კოლეგამ თქვა, ეს იყო ევროკომისიის მოთხოვნა და დამოუკიდებელ კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმდა შეთანხმება. ამ კომპანიას აკონტროლებს დამოუკიდებელი ამერიკული აუდიტორული კომპანია.
ეს ელექტრონული მთვლელები განთავსდა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მცირე გამონაკლისების გარდა. ჩვენ მოვინახულეთ საარჩევნო უბნების ნაწილი, მაგრამ, ცხადია, არა ყველგან. ჩვენ ვნახეთ ხალხი, რომელიც უბნებზე თვეების განმავლობაში მუშაობდა. მათ გავლილი ჰქონდათ ტრენინგები, რათა მოემზადებინათ ეს არჩევნები. ისინი პროცესს გაუმკლავდნენ მშვიდად და პროფესიონალურად. ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო, რადგანაც ჩვენ ვიცით, როგორ მუშაობენ დასავლური სისტემები. ასე რომ, გუშინდელი დღე სამაგალითო იყო ბევრი ქვეყნისთვის. ვგულისხმობ იმას, როგორ იყო ორგანიზებული პროცესი – მშვიდად, და რაც ვნახეთ, პროცესი საკმაოდ სანდოდ გამოიყურებოდა“, – განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა.