ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლის, ოლტა ქეივანის შეფასებით, საარჩევნო პროცესი სწორად, ძალიან მშვიდ გარემოში წარიმართა.
მისივე თქმით, ტექნიკური თვალსაზრისითაც, ხმის მიცემის პროცესი იყო გამართული.
„ჩვენი ორგანიზაციის ხანგრძლივი გამოცდილების გათვალისწინებით, ძალიან მოხარული ვიყავით, რომ 2024 წელს თქვენს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობა მოგვეცა. მონიტორინგის ჩვეული პროცედურის გარდა, გვქონდა შესაძლებლობა, შეხვედრები ჩაგვეტარებინა ცესკო-ში და გვენახა ადგილზე, თუ როგორ მუშაობენ ისინი, როგორ ამზადებენ და მართავენ საარჩევნო ადმინისტრაციას.
არჩევნების დღეს გვქონდა შესაძლებლობა, დავკვირვებოდით ხმის მიცემის პროცედურას რამდენიმე საარჩევნო უბანზე. კერძოდ, გვქონდა შესაძლებლობა, მივსულიყავით 11 უბანზე თბილისის სხვადასხვა რაიონში. ჩვენი საარჩევნო მონიტორინგი ეყრდნობა ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. რაც ვიხილეთ, არის ის, რომ პროცედურა ჩატარდა ძალიან მშვიდ გარემოში. სწორად. მინდა, წარმოგიდგინოთ პროცედურის გარკვეული ელემენტები, რომლებიც ჩვენ შევამჩნიეთ. პროცესის დასაწყისშივე ჩვენ დავინახეთ ამომრჩეველთა თვალსაჩინო ინტერესი, რომლებიც საარჩევნო უბნებთან მივიდნენ უბნების გახსნისთვის, 08:00 საათზე, რაც აჩვენებდა დამოკიდებულებას ხმის მიცემის ახალი ტექნიკური წესების დანერგვის შემდეგ. დღის განმავლობაში, სულ მცირე იმ უბნებზე, სადაც ჩვენ ვიმყოფებოდით, ვხედავდით, რომ ადამიანები იმყოფებოდნენ მთელი დღის განმავლობაში, იცავდნენ რიგს. ჩვენი თვალსაზრისით, მონაწილეობის ასეთი მაღალი დონე მთელი დღის განმავლობაში არის ძალიან პოზიტიური ინდიკატორი. პროცესი ამომრჩევლების მიერ თითოეულ ეტაპზე მარტივად შესასრულებელი იყო. ზოგადად, არ ყოფილა გაუგებრობა ხმის მიცემის პროცესში პროცედურული ნაბიჯების შესრულებასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა, რამდენიმე პოზიტიურ სიტყვას ვიტყვით ტექნიკური მართვის სისტემებთან და აპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით. პირადობით დამადასტურებელი მოწმობების სკანერები მუშაობდნენ გამართულად, იყო მარტივად გასაგები მოქალაქეებისთვის. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეს წესები მათთვის იყო მარტივად ადაპტირებული. ნებისმიერი შეკითხვის ან გაურკვევლობის შემთხვევაში, კომისიის წევრები იყვნენ მზად, მიეცათ ძალიან ზუსტი განმარტებები ეფექტიანად, რომ ამას არ გამოეწვია პროცესის შეფერხება.
წინასწარი შედეგების გამოცხადება საარჩევნო უბნების დახურვიდან ორ საათში არის გამოყენებული ტექნოლოგიების მუშაობის კიდევ ერთი პოზიტიური შედეგი. თითოეულმა ნაბიჯმა - ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ბიულეტენის დარიგების, ფარულ კაბინაში ხმის მიცემისა და შედეგების დაბეჭდვის ჩათვლით, დაგვიტოვა გზავნილი გამჭვირვალე პროცესის შესახებ, სადაც ამომრჩევლებს შეეძლოთ მარტივად ადაპტირება.
ხმის მიცემის პროცედურის დაწყებიდან დასრულებამდე ერთ წუთზე ნაკლები დრო იყო საჭირო, რაც უწყობდა ხელს დღის განმავლობაში დროის ძალიან ეფექტურ გამოყენებას და ასევე ხმების დათვლის პროცესსა და ზოგადად საარჩევნო პროცესის მართვას“,- აღნიშნა ალბანეთის საარჩევნო სისტემების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელმა.
ოლტა ქეივანის განცხადებით, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ არჩევნებზე მშვიდი ატმოსფეროს შექმნა შეძლო.
„რაც შეეხება არჩევნების ადმინისტრირებასა და ცესკო-ს, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩანდა, რომ შეძლო მშვიდი ატმოსფეროს შექმნა მაშინაც კი, როდესაც ერთდროულად საარჩევნო უბანზე რიგში ხის მისაცემად ბევრი ხალხი იმყოფებოდა. ჩვენ ვიხილეთ, რომ ხმის მიცემის პროცესის თითოეულ ეტაპზე ისინი უზრუნველყოფდნენ განმარტებებს, განსაკუთრებით, როდესაც ადამიანებს გაურკვევლობა ჰქონდათ რომელიმე ეტაპთან დაკავშირებით ან ჰქონდათ შეკითხვები.
ჩვენ ვხედავდით, რომ მათ შეეძლოთ ამაზე მარტივი განმარტებების მიცემა. მათ მიიღეს ასევე ბევრი საერთაშორისო და ეროვნული დამკვირვებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ცესკო-მ უზრუნველყო ინფორმაციაზე წვდომა ონლაინ. მათთან შეხვედრისას ჩვენ დავინახეთ, რომ კონკრეტული ინფორმაციის პოვნა იყო ძალიან მარტივი. ასევე ვიხილეთ, რომ გადასატანი საარჩევნო ყუთის პროცედურის განხორციელება ხდებოდა მარტივად. ჩვენ შევამჩნიეთ, რომ საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობა იყო ქალი, რაც საარჩევნო პროცესის მართვაში ქალთა მონაწილეობის პოზიტიური მაჩვენებელია, რაც არის წახალისებული პრაქტიკა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების თვალსაზრისით“, - განაცხადა ოლტა ქეივანმა.