საერთაშორისო დამკვირვებლებმა მედიისთვის პრესკონფერენცია გამართეს. მათ არჩევნებზე დაკვირვების პირველადი ანგარიში წარადგინეს. დამოუკიდებელი დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ და დედაქალაქის გარდა, რეგიონებშიც იმყოფებოდნენ.
საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არჩევნები უმაღლესი სტანდარტის დაცვით, მშვიდ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა.