ოპოზიციის სპეკულაციებს, რომელიც ამომრჩეველთა ხმების დუბლირებას ეხება, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აბსურდულს უწოდებს.
მისი თქმით, ელექტრონულ არჩევნებზე ვერც ერთი ამომრჩეველი ვერ შეძლებს ორჯერ ხმის მიცემას, რადგან თითოეული ხმა არის უნიკალური და დუბლირება ტექნიკურად შეუძლებელია.
„ელექტრონული წესი იძლევა ყველაფრის გადამოწმების საშუალებას. ყველას შეუძლია ამოიღოს რეგისტრაციის მონაცემები და ნახავთ, რომ ეს ყველაფერი არის წმინდა წყლის ტყუილი. ტექნიკურადაც კი შეუძლებელია ის, რაზეც საუბრობს ოპოზიცია.
თითოეული ამომრჩეველი არის უნიკალური და ტექნიკურად შეუძლებელია ამ აპარატურით ამის გაკეთება. ეს არის მოგონილი ვერსია იმისთვის, რომ იმედდაკარგულმა პოლიტიკოსებმა თავი იმართლონ საკუთარ ამომრჩეველთან იმ ტყუილებისთვის, რასაც ეუბნებოდნენ. ეუბნებოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“, სალომე ზურაბიშვილი საერთოდ ამბობდა, რომ 20-25% გვქონდა, ისინი ეუბნებოდნენ, რომ 35% გვქონდა. „გორბი“ ყოველთვის ახერხებს ხოლმე არჩევნების პროგნოზირებას, განსხვავებით რეპუტაციაშელახული კომპანიებისა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.