პრემიერი: ის სისტემა, რომელიც ცესკო-ში დაინერგა გამორიცხავს მანიპულაციას და ადამიანურ შეცდომებსაც კი, ასეთ პირობებში, რასაც ლაპარაკობენ, ეს არის იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებები

ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

იყო საუბრები, თუმცა კონკრეტიკის გარეშე, შეუძლებელია ვინმემ ისაუბროს რაიმე კონკრეტიკაზე. ის სისტემა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში დაინერგა სრულად გამორიცხავს მანიპულაციას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არჩევნების გაყალბების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებზე.

„იცით რომ რეგისტრაცია, ხმის მიცემა ხორციელდებოდა ელექტრონულად და ერთ წამში, ღილაკზე თითის დაჭერით ითვლებოდა შედეგები. შესაბამისად, გამორიცხული იყო ყოველგვარი მანიპულაცია და ადამიანური შეცდომებიც კი. ასეთ პირობებში, რასაც ლაპარაკობენ კონკრეტული პარტიები და მათი წევრი ენჯეოები, არის იმედდაკარგული კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების სასოწარკვეთილი განცხადებები“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს.