საერთაშორისო დამკვირვებელი ხუან ეფრაინ როჩა: არ გვინახავს რაიმე დარღვევის მტკიცებულება, საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად, ხარვეზების გარეშე

საერთაშორისო დამკვირვებელი ხუან ეფრაინ როჩა: არ გვინახავს რაიმე დარღვევის მტკიცებულება, საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად, ხარვეზების გარეშე

რამდენიმე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ დედაქალაქში და ქალაქგარეთაც და ჩემი გადმოსახედიდან პროცესი მოწესრიგებული იყო, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ხუან ეფრაინ როჩამ.

მისივე თქმით, არჩევნები საერთო ჯამში ხარვეზების გარეშე წარიმართა.

„არ გვინახავს რაიმე დარღვევის მტკიცებულება, ამ მხრივ ძალიან კმაყოფილი ვარ არჩევნების პროცესით. საერთო ჯამში, არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად, ხარვეზების გარეშე. ეს იყო არჩევნების კარგი დღე“, - აღნიშნა ხუან ეფრაინ როჩამ.

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს.