დღეს ვიხილეთ ძალიან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამომრჩეველს არანაირი დაბრკოლება არ ჰქონია, არც ძალადობის ინციდენტები ყოფილა, - განაცხადა საერთაშორისო დამკვირვებელმა ფანი ლაჩკომ.
„პროცესი პროფესიონალურად ჩატარდა და დაკმაყოფილდა ყველა რელევანტური რეგულაციის კრიტერიუმი, ისევე როგორც ევროპული დემოკორატიული ღირებულებები და წესები“, - განაცხადა ფანი ლაჩკომ.
ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს.