ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 54.273%-ით ( 1 114 936 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია 3085 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.164%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 10.806 % (221 992 ხმა) მიიღო.
„ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 10.094% (207 353) მოიპოვა;
„ძლიერი საქართველოს - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ - 8.752 % (179 795 ხმა) აქვს; პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ კი - 7.75 % (159 204 ).
არჩევნებზე სულ 3111 უბანი იყო გახსნილი.