„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგი
თქვენ ნახეთ, როგორ ახდა სიტყვა სიტყვით ჩვენი სიტყვები, რომ ეს ხალხი, ჩვენი პატივცემული აგენტურული ოპოზიცია კი არ ემზადება 26-სთვის და არჩევნებში რაიმე შედეგის დადებისთვის, ისინი ემზადებოდნენ და უკვე ის დღეც დადგა, 27-სთვის და დიახ, 27-ია უკვე. აქედან გამომდინარე, ამ 27-ში მათ დააანონსეს ის, რაც დააანონსეს. ისინი უკვე მესამედ, ანუ პოლიტიკური პარტიები და ენჯეო სექტორის წარმომადგენლები, უკვე მესამედ წავიდნენ კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ და მათ უნდა იცოდნენ რომ ისინი მიდიან საქართველოში, საკუთარ სამშობლოში კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ - ენჯეო სექტორი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად.
ასევე, მინდა გამოვეხმაურო იმ განცხადებას, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ამბობენ, რომ ჩვენ გვქონდა, როგორ თქვეს? სქემა გვქონდაო რაღაც - კომპლექსური სქემა. მე მინდა ვაღიარო, რომ დიახ, ჩვენ გავქვს კომპლექსური სქემა და მას ჰქვია საკუთარი სამშობლოს სიყვარული, საკუთარი სამშობლოს და ხალხის მსახურება და დემოკრატია. ამ სქემის მიხედვით იგებს ხელისუფლება საკუთარ სამშობლოს მოყვარულ ხალხთან ერთად თავის ქვეყანაში არჩევნებს. შესაბამისად, როდესაც პირველ და მეორე ადგილზე გასულ პარტიებს შორის, სიმბოლურია ამ ეტაპზე ასე ჩანს - 41%-იანი განსხვავებაა, იქ კომპლექსურ სქემაზე, მხოლოდ უდიდეს უპირატესობაზე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საკუთარი სამშობლოს მსახურებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ილია თოფურიას მივულოცო სულით და გულით დიდი გამარჯვება. ოპერატორები ძალიან ხარობენ ამით და გენაცვალეთ ბიჭებო და ვულოცავ მთელ საქართველოს ქართველის გამარჯვებას. ისე ნამეტანი იყო ორი ნოკაუტი ერთ დღეში, ძალიან მაგარია. ვულოცავ კიდევ ერთხელ ჩემს ქვეყანას ამ შთამბეჭდავ გამარჯვებებს. რა მაგარია, რომ ერთ დღეში ორჯერ ვამბობთ გამარჯვებებს. გაიმარჯვა საქართველომ და „ქართულმა ოცნებამ“ და გაიმარჯვა ჩვენმა თანამოქალაქემ, ძალიან მაგარმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ, ვულოცავ და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ქვეყანას და ახლა ამ შემთხვევაში ილია თოფურიას. ასევე, ძველ თემას დავუბრუნდები, რა ნიშანდობლივია და როგორ არ ყოფნით ჭკუა, ქრონოლოგია როგორ დაალაგეს - ჯერ გამოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“, ჩაატარა ბრიფინგი, მერე მას მიჰყვა მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაატარა ბრიფინგი და შემდეგ მას მიჰყვა ვითომ ე.წ. ენჯეო სექტორის წარმომადგენლები. ანუ „ნაცმოძრაობამ“ გასცა მითითება და წამების ინტერვალით, დამთავრდა თუ არა მათი ბრიფინგი, დაიწყო მეორე „ნაცმოძრაობის“ ბრიფინგი, შემდეგ ისიც დამთავრდა თუ არა, დაიწყო მესამე „ნაცმოძრაობის“ ბრიფინგი, ენჯეო სექტორის ეგრეთ წოდებულების. და აი ასე პირველი გამწევი, პიონერი იყო „ნაცმოძრაობა“. ისიც კი ვერ დაალაგეს, ამ აგონიაში მყოფებს ისიც კი არ შეუძლიათ დაალაგონ, ვითომ დარღვევებზე რომ ლაპარაკობენ სისულელეებს, ენჯეო სექტორის წარმომადგენლები გამოვიდნენ და მერე აგერ პარტიებმა თქვან რომ ენჯეო ამბობს, რაღაც არ იყო ისეო. აბსოლუტურ სისულელეზე ლაპარაკი ელექტრონულ არჩევნებში თურმე ათეულობით პროცენტი გაყალბებულა. არაბუნებრივი ამბები ხდება მეგობრებო. რეალურად საქმე გვაქვს პოლიტიკურ პანაშვიდთან „ნაცმოძრაობის“ შესრულებით.