UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონმა ილია თოფურიამ საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ქართველი მებრძოლის მეტოქე ამერიკელი მაქს ჰოლოუეი იყო, რომელიც წარსულში ამავე წონის ჩემპიონის ტიტულს უკვე ფლობდა. მისი ბრძოლების ისტორიაში ჰოლოუეი ნოკაუტით არასდროს დამარცხებულა. ისტორიაში პირველად კი ილიამ ბრძოლა მესამე რაუნდში, სწორედ ჰოლოუეის ნოკაუტში ჩაგდებით მოიგო.
32 წლის ამერიკელ მებრძოლს აქამდე 33 შეხვედრა ჰქონდა გამართული, საიდანაც 26 მოიგო. ილია თოფურიას ანგარიშზე კი 15 ბრძოლა და 15 გამარჯვებაა.
თოფურიასა და ჰოლოუეის ჩხუბი აბუ დაბიში გაიმართა.