გელა ნიკოლაიშვილი: ვფიქრობ, ოპოზიცია აპირებს ბრძოლა გააგრძელოს სხვადასხვა მეთოდით და არჩევნების შედეგებს არ შეეგუოს

გელა ნიკოლაიშვილი: ვფიქრობ, ოპოზიცია აპირებს ბრძოლა გააგრძელოს სხვადასხვა მეთოდით და არჩევნების შედეგებს არ შეეგუოს

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია აპირებს ბრძოლა გააგრძელოს სხვადასხვა მეთოდით და ამ შედეგებს არ შეეგუოს, - განაცხადა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

„თუ ოპოზიციას არ ექნება აშშ-ს საელჩოდან მითითება, რომ მიდით, მიაწექით, ჩვენ აქ ვართ, ისინი ამას ვერ იზამენ, რადგან აქ ბაზა არ აქვთ, რომ წარმატების იმედი ჰქონდეთ. ერთადერთი იმედი, რისიც შეიძლება ოპოზიციას ჰქონდეს, არის ისევ გარედან დახმარება. ახლა იმას ვერ ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ აცხადებენ რომ არჩევნები არათანაბარ პირობებში ჩატარდა. მე არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთიდან იყოს მითითება, რომ ოპოზიცია ამ შედეგებს შეეგუოს. ეტყვიან, კი ბატონო, იდავეთ სასამართლოებში, გაასაჩივრეთ კონკრეტული საარჩევნო უბნების ხმების რაოდენობა, მაგრამ ის აქციები, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს სახელმწიფო გადატრიალებაში, ამის რესურსი და პერსპექტივა არ არის და ამიტომ გაჩერდით “, - აღნიშნა გელა ნიკოლაიშვილმა.

გელა ნიკოლაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს თითქმის ყველა დამკვირვებელი დადებითად აფასებდა საარჩევნო პროცეს.

ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.