ჩვენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი დამოკიდებულება ღირებულებებისადმი, - განაცხადა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნანა კაკაბაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.
„დღეს ქართველმა ერმა დაანახა მსოფლიოს ის ღირებულებები, რომელზეც ქართველი ერი დგას. ქართველმა ერმა ამ გამარჯვებით უთხრა დასავლეთს და ყველა იმას, ვინც ფიქრობს რომ ბულინგით შესაძლებელია ჩვენზე ზემოქმედება, უთხრა ის, რომ - არა. ნებისმიერი შანტაჟის შემთხვევაში მოვიქცევით კიდევ უფრო პრინციპულად, ვიდრე აქამდე და კიდევ უფრო ფხიზლად გავაკეთებთ ჩვენს არჩევანს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ.
ცესკოს განახლებული პირველადი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ შედეგები 53 პროცენტამდე გაიზარდა.