შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა საქართველოს უნდა მივულოცოთ ეს გამარჯვება - ეს ნიშნავს საქართველოში მშვიდობის გამარჯვებას

შალვა პაპუაშვილი: უპირველეს ყოვლისა საქართველოს უნდა მივულოცოთ ეს გამარჯვება - ეს ნიშნავს საქართველოში მშვიდობის გამარჯვებას

უპირველეს ყოვლისა საქართველოს უნდა მივულოცოთ ეს გამარჯვება - ეს ნიშნავს საქართველოში მშვიდობის გამარჯვებას, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ.

„ჩვენი ერის ისტორია არის დავითისა და გოლიათის ჭიდილის ისტორია და ეს არჩევნებიც ასეთი იყო, სადაც გოლიათს შევერკინეთ და როგორც ბიბლიური სიბრძნე მოითხოვს, ამ ბრძოლაში დავითი ყოველთვის გამარჯვებულია. ვხედავდით რა ძალები იყო ჩართული ამ საარჩევნო კამპანიაში, რომელსაც ქართველები ისტორიული სიბრძნითა და სიმტკიცით დაუდგნენ და ამ არჩევნებზე ერთი მთავარი რამ თქვეს, რომ საქართველო იმიტომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები არის უპირველესი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.