ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, აბსოლუტურად სხვა რამ ხდებოდა 3 ათასზე მეტ უბანზე და რამდენიმე ერთეულ უბანზე ხდებოდა აბსოლუტური ქაოსი.
„ანუ მათ, ყველაზე ძალიან რომ მოგინდეს პირის მოწმენდა, როგორც ჩვენთან იტყვიან ხოლმე მათთვის, უნდა თქვა ალბათ, რომ აბა რა უნდა ქნან, მაშინ, როდესაც 30 და 35 პროცენტს გვიწერდნენ, რა უნდა თქვან ახლა, მინიმუმ 20%-ს ვიტყუებოდითო? ამაზე ხომ ვლაპარაკობდით, დღესაც ხომ ვთქვი ბრიფინგზე, გუშინაც სტატუსი დავწერე, შეგიძლიათ იხილოთ ჩემი გუშინდელი სტატუსი.
გარდა ამისა, ისინი ქმნიან პარალელურ სამყაროს, პარალელურ ილუზიას, რომელი პარალელური სამყაროც დღეს განსაკუთრებით ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში იყო. აბსოლუტურად სხვა რამ ხდებოდა 3 ათას, რა ვიცი, 95 უბანზე და რამდენიმე ერთეულ უბანზე ხდებოდა აბსოლუტური ქაოსი.
წარმოიდგინეთ, იმდენად, რამდენადაც, რომ მათი ზონდერბრიგადები მიდიოდნენ ზუსტად იქ, სადაც იყვნენ „ნაცმოძრაობის“ ჟურნალისტები, მაინცდამაინც იქ ტყდებოდა ჩხუბი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.