უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართული ოცნებას“ დღეს საპარლამენტო არჩევნებში მტკიცე გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის რა არის მათი ქვეყნისთვის უკეთესი და მათი ხმა დღეს გაჟღერდა“, - წერს ორბანი.