მადლობას გადავუხდი გუნდს. დიდი მადლობა თითოეულ მხარდამჭერს, თითოეულ თქვენგანს და დიდი მადლობა ქართველ ხალხს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ღონისძიებაზე ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ.
„ამ 12 წლის განმავლობაში არცერთი დღე არ ყოფილა იოლი, მაგრამ ბოლო 4 წელი განსაკუთრებულად რთული იყო, რადგან ბევრი სირთულის გადატანა მოგვიწია ამ წლების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ვერცერთ წარმატებას ვერ მივაღწევდით, რომ არა ქართველი ხალხის დგომა მის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად. მადლობა ქართველ ხალხს - გამოცდილ და ბრძენ ხალხს თანადგომისთვის. მადლობა ერთად დგომისთვის. ამ გამარჯვების მთავარი ავტორი არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი. მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე მოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობას, მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის ნამდვილად ნათელ და ევროპულ მომავალს“, - განაცხადა კობახიძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 პროცენტი მიიღო. ნდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.