იშვიათია ასეთი რამე მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია 12 წელი აღწევდეს ასეთ შედეგებს, - ასეთია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძიან ივანიშვილის განცხადება.
ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ მოწყობილ სპეციალურ სცენაზე სიტყვით გამოდიან პარტიის ლიდერები. ისინი ეგზიტპოლების შედეგებს ზეიმობენ, რომლის მიხედვითაც ქართულ ოცნებას 56.1% აქვს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, 18:30 საათის მონაცემებით 56.1 % მიიღო. ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.