დავით მათიკაშვილი: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო არჩევნები, ის დამარცხდა ქართველ ხალხთან

დავით მათიკაშვილი: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო არჩევნები, ის დამარცხდა ქართველ ხალხთან

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე რადიკალურმა ოპოზიციამ პირწმინდად წააგო არჩევნები, ის დამარცხდა ქართველ ხალხთან, - ამგვარად აფასებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით შეხვედრას, რომელიც გუშინ თბილისში, თავისუფლების მოედანზე გაიმართა.

„მთელმა მსოფლიომ დაინახა ცალსახად, რომ ასიათასობით ქართველი, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე იყო ქუჩაში გამოსული, მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, მხარს უჭერდა მშვიდობის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკას, ეკონომიკურ წინსვლას, ქვეყნის აღორძინებას, რომელიც 2012 წლიდან დღემდე სწორედ „ქართული ოცნების“, ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილი ამ პოლიტიკური გუნდის და მისი ეროვნული, პატრიოტული საქმიანობის დამსახურებაა”, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.