ჯეკ მეტლოკი: საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია

ჯეკ მეტლოკი: საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია

საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, რუსეთის პოლიტიკა ამას არ კრძალავს, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია, - განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში საბჭოთა კავშირში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯეკ მეტლოკმა.

წამყვანმა ჰკითხა, როგორ ხედავს ამ ორ კონფლიქტს - რუსეთ-უკრაინის კონფლიქტს, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და 2008 წლის კონფლიქტს, როდესაც აგვისტოში რუსეთი საქართველოში შეიჭრა და ხედავს თუ არა რაიმე მსგავსებებს კაუზალური მექანიზმების კუთხით.

„აზრი აქ ის არის, რომ ომი არ უნდა მომხდარიყო. ეს განაპირობა აშშ-ს და ე.წ. დასავლეთის მცდელობამ, რომ გამოეყო უკრაინა რუსეთისგან. ახლა ყველაფერი ტრაგიკულადაა, რისი ახსნაც ძალიან გამიგრძელდება. თუმცა ვიტყვი, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებისთვის, რომ თავიდან აირიდონ მხარეების არჩევა იმ გარემოში, რაც ცივილიზაციათა გამოწვევად იქცა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საჭიროა, ან რომ ეს ამ ქვეყნების ინტერესებში შედის. ვფიქრობ, საქართველოსთვის საჭიროა კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველა მეზობელთან, უფრო მეტი პატივისცემა უნდა ჰქონდეს საკუთარი უმცირესობებისადმი და საქართველომ უნდა გაიაზროს, რომ მისი პრობლემები ევროკავშირში გაწევრიანებით არ მოგვარდება. ის შეიძლება ერთ დღეს გაწევრიანდეს და მე იმედი მაქვს ასეც იქნება, რუსეთის პოლიტიკა ამას არ კრძალავს, მაგრამ ნატოში გაწევრიანება დაუშვებელია. ვფიქრობ ახლა ამერიკის შეერთებული შტატები იმაზე გადაჭარბებულად იქცევა, ვიდრე მის მიერ მიცემული გარანტიებია და მე როგორც ამერიკელი ვიტყვი, რომ ეს არავისთვის არის კარგი. ჩვენ უნდა ვეძიებდეთ მშვიდობას და პრობლემების მშვიდობიანად გადაჭრის გზებს, ძალადობისა და ომის გარეშე“, - აღნიშნა მეტლოკმა.

არაგველი641 აი კაცი და რეალისტი!
1 თვის უკან