მამუკა მდინარაძემ განმარტა, რას ნიშნავს ორგვარი საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება არჩევნებზე

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რას ნიშნავს ორგვარი საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება არჩევნებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ორგვარი საკონსტიტუციო უმრავლესობის შესახებ ისაუბრა.

„რაც შეეხება ორგვარ საკონსტიტუციო უმრავლესობას. საკონსტიტუციო უმრავლესობა არის 113 მანდატი პარლამენტში. მარტივად აგიხსნით ყველას. ბარიერგადალახულმა პარტიებმა რომ ვერ მიიღონ სულ 20%, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობას 60%-ით ვიღებთ, მაგრამ 20%-ზე მეტი თუ აიღეს, 60%-ითაც კი ვერ ავიღებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას.

რაც შეეხება მეორენაირ საკონსტიტუციო უმრავლესობას, რომელსაც ორი პარლამენტი სჭირდება, 100-ზე მეტი მანდატით შეუძლია პარლამენტს მიიღოს ცვლილება, თუმცა ამავე რაოდენობის მხარდაჭერით და მანდატებით შემდეგმა პარლამენტმა უნდა დაადასტუროს წინა პარლამენტის გადაწყვეტილება ოთხი წლის შემდეგ. თუ 113-მანდატიანი საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მოვიპოვეთ, და მოვიპოვეთ 100-ზე მეტი მანდატი, ესეც არის საკონსტიტუციო უმრავლესობა, ოღონდ ამას სჭირდება იგივე რაოდენობით მხარდაჭერა, 100-ზე მეტი მანდატის მხარდაჭერა მომდევნო პარლამენტში. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონი მივიღეთ. თუ ჩვენ 113 მანდატს ვერ მოვიპოვებთ, კონსტიტუციური დათქმა შეგვიძლია გავაკეთოთ და შევიტანოთ ცვლილება და შემდეგ პარლამენტშიც თუ ამას მხარს დაუჭერს 100-ზე მეტი დეპუტატი, ის [ცვლილება] ძალაში იქნება შესული“ , - აღნიშნა მდინარაძემ.