„ჩვენ ვიბრძვით არა ცალ ფეხზე მდგომი, არამედ ტრადიციული, ქართული, ეროვნული, ქრისტიანული ქვეყნისა და ასეთივე ქრისტიანული, ტრადიციული ევროპისათვის და არა ისეთი ევროპისათვის საიდანაც ჩვენ გვეუბნებიან, რომ მათი მითითებით უნდა ვიმოქმედოთ“-განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
მამუკა მდინარაძემ რადიკალურ ოპოზიციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეორე მხარეს გარედან დავალებების შემსრულებელი ხალხი დგას.
„ეს ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობის ამბავია და ვინ დგას მეორე მხარეს? გარედან დავალებების შემსრულებელი ხალხი, რომლებმაც გააგმირეს ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მამა დაჭრა, რომელმაც სცადა, რომ პოლიციელი ცოცხლად დაეწვა და დასცინიან იმ ადამიანს, რომელმაც აჩვენა თავისი დედისა და მამის პატივისცემა, მათზე ზრუნვა. ასეთი ადამიანები არასოდეს დაიჩაგრებიან ამ ქვეყანაში. ვინ გვყავს მეორე მხარეს? მკვლელი და მწამებელი, შარვალჩახდილი, რუსების ფულით დაფინანსებული, „ნაცთან“ მოღალატე, ნაცების რეკეტიორი და თურმე ამათმა უნდა შექმნან კოალიცია. ჩვენ კოალიციას ვქმნითო, ვისთან ქმნიან კოალიციას ხომ არ იცით? რისი თავით, რისი ზურგით? ვისით? „ნაცმოძრაობასთნ?“ მიხეილ სააკაშვილთან ქმნიან? ვერ გაიმარჯვებენ, ჩვენ გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი. მათი მედიები, როგორ იქცევიან დააკვირდით, ვეკითხები და მეუბნება, რომ დიახ, აფხაზი და ოსი მტერიაო. მტერი კი არა, ჩვენი ძმა არის, ჩვენი და არის ერთიან საქართველოში. ჩვენს საერთო, ღირსეულ, ამაყ, ტრადიციულ ქვეყანაში ჩვენი დები და ძმები არიან, გამორიცხულია სხვანაირად რომ ვიაზროვნოთ. არც სეპარატიზმს, არც ოკუპაციას, არც მკვლელობას და წამებას, ეროვნება არ აქვს მეგობრებო. სეპარატისტი სეპარატისტია და მკვლელი მკვლელია. ეროვნება არ აქვს არცერთს და აფხაზეთი, სამაჩაბლო საქართველოა, ჩვენი, ერთიანი და დიდი საქართველო, დიდი თავისი მენტალობით და სიამაყით“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.