ექსპერტი ნინო ფოჩხუა, უკრაინაში მებრძოლი ქართველის, ლადო გამსახურდიას მუქარას ეხმიანება, რომელიც, "ქართული ოცნების" გამარჯვების შემთხვევაში, რევოლუციას აანონსებს.
ექსპერტის განცხადებით, გაქცეულების და მოღალატეების დასანგრევი ქვეყანა ქართველ ხალხს არ აქვს.
"ვის ემუქრებიან ეს კლავიატურის და კამერის ლომები?
ჯერ შემოაღწიეთ ქვეყანაში, შემდეგ დაუძვერით სუს-ს, შსს და მერე "შეუდექით რევოლუციას."
ჩვენს ბიჭებს ვინ მოგაკარებთ, მარტო ქალები გეყოფით.
ამათ უყურე ერთი, გაქცეულების და მოღალატეების დასანგრევი ქვეყანა არ გვაქვს ჩვენ.
აბა, მხარდამჭერებო, ხმამაღლა მთქმელებო და ჩუმად მომხრეებო, ტყვიამ მისამართი რომ არ იცის, ხომ გაგიგიათ?" - წერს ნინო ფოჩხუა Facebook-ზე.