ეკა სეფაშვილი: არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრა, საქართველოს სასიკეთოდ  ურთიერთობების გადატვირთვისთვის გარდამტეხი ნაბიჯი იქნება

ეკა სეფაშვილი: არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრა, საქართველოს სასიკეთოდ  ურთიერთობების გადატვირთვისთვის გარდამტეხი ნაბიჯი იქნება

საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადებებში უკვე შეინიშნება ტონი იმის, რომ ისინი არჩევნების გზით დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან ითანამშრომლებენ,“ - განაცხადა მედიასთან საუბარში პარლამენტის დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა და დასძინა, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი რეალურია.

მისივე თქმით, არჩევნებზე ქუდზე კაცის გასვლა აუცილებელია იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ლეგიტიმაციით მოხდესქართული ოცნების  გამარჯვების აღიარება.

საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი აბსოლუტურად რეალურია. საქართველოში აკრედიტებული ელჩების განცხადებებში უკვე შეინიშნება იმის ტონი, რომ ისინი ითანამშრომლებენ არჩევნების გზით დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან. გამოთქვამენ მზადყოფნას ჩვენთან ურთიერთობისთვის. ისინი დარწმუნდნენ, რომ მათი ეს გაუგონარი ჩარევა, რომელიც არადიპლომატიურია, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს და ემსახურება ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას.

არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და რობინ დანიგანის შეხვედრა, საქართველოს სასიკეთოდ  ურთიერთობების გადატვირთვისთვის გარდამტეხი ნაბიჯი იქნება.

ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად აუცილებელიაქართულ ოცნებასპარლამენტში ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია და კონსტიტუციური უმრავლესობა. არჩევნებზე ქუდზე კაცის გამოსვლა კი, აუცილებელია იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდი ლეგიტიმაციით მოხდესქართული ოცნების  გამარჯვების აღიარება საქართველოს  მოსახლეობის მიერ, რათა ის ძლიერი და ხმამაღალი განაცხადი იყოს საერთაშორისო პარტნიორებისთვის,“ - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

მერაბ.g ამერიკის ელჩები სხვადასხვა დროს ნათელაშვილსაც შეხვედრიან, მ. გამყრელიძესაც და მრავალ ოპოს, თუ ხელისუფლებაში მყოფს!
1 კვირის უკან