ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ იმ მოლოდინებზე ისაუბრა, რომლებიც მას მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებასთან დაკავშირებით აქვს.
„ყველა ადამიანი - შინ თუ გარეთ, იხილავს ქართველი ხალხის ნებას და ქართველი ხალხის ძალას - ერთად შეკრულს, ერთ მუშტად და გაერთიანებულს, რომლებისთვისაც მთავარი არის ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა, ის მომავალი, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, მავანი დაიწყებს საუბარს არჩევნების დელეგიტიმაციასთან დაკავშირებით და ნებისმიერი კითხვა არჩევნებთან დაკავშირებით იქნება პასუხგაცემული“, - აღნიშნა გორდულაძემ.
დღეს თავისუფლების მოედანზე მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება. 19:00 საათზე „ქართული ოცნება“ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთო მიზნების ირგვლივ გაერთიანებისკენ.