ვისურვებდი, რომ „ქართული ოცნება“ იყოს პარტია, რომელიც მოიგებს ამ არჩევნებს და ყველას აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობა ენდობა იმ ღონისძიებებს, რომლებიც დღეს ტარდება, - განაცხადა საფრანგეთში ქართული სახლის დამფუძნებელმა რამაზ პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„დრო გვჭირდება, სტაბილურობა გვჭირდება, მუშაობა გვჭირდება, მაგრამ პირველად ვხედავ, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ - ჩვენ შევალთ ევროპაში, რადგანაც ამაყები ვართ, რადგანაც ავწიეთ ჩვენი ეკონომიკა და ცხოვრების დონე, რადგან სწორი სტრატეგია გვაქვს, რადგან მზად ვართ ვიყოთ კარგი პარტნიორები და არა მათხოვრები. ამიტომ, ევროპის გზა უნდა იყოს ნელი, პროგრესული. ჩვენ არ გვსურს, რომ ევროპულმა პრესამ ვიღაცის ინტერესების გამო ტყუილები თქვას“, - მიიჩნევს პაპუაშვილი.