სააკაშვილის სტატუსს ვკითხულობდი გუშინ, ჩემმა შვილმა ბანერზე დამინახა და ანერვიულდაო და ჩემი შვილი ყოველ ღამით სანთელს ანთებდა, რომ ცოცხალს გამთენებოდა დილა. თვითონ სასტუმროში წევს, - განაცხადა სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლმა, პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
„დღეს რომ ვუყურებ, სამოთხეში ვაცხოვრებთ [„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს] იმ დანაშაულებისთვის, რაც გააკეთეს. აღიარეს კი არა, ბოდიშიც არ მოუხდიათ. უარესს გვიპირებენ. სააკაშვილის სტატუსს ვკითხულობდი გუშინ, ჩემმა შვილმა ბანერზე დამინახა და ანერვიულდაო და ჩემი შვილი ყოველ ღამით სანთელს ანთებდა, რომ ცოცხალს გამთენებოდა დილა. თვითონ სასტუმროში წევს და ამდენი დაავადებიდან განკურნეს. ყველაფერი აქვს. ჩვენ კიდე იცით როგორი აბანო გვქონდა? კამერიდან გამოსვლით, დაბანით და ჩაცმით, სულ 7 წუთში უნდა ჩავტეულიყავით. თუ გადასცდებოდი შვიდ წუთს, ცემით გკლავდნენ“, - იხსენებს პროდიუსერი.