ლაშა ბასლანძე: 80 წლამდე ბაბუ იყო, ოთხზე დააყენეს, ძროხასავით აბღავლებდნენ და ისე სცემდნენ. კატასტროფა იყო. ერთი მოზარდი 18 წლის გახდა ჩვენთან. რომ გამოვედი ციხიდან, ორ კვირაში გავიგე, რომ თავი მოუკლავს

სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლმა, პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ ციხეებში „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდის დროინდელ სიტუაციაზე გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ ისაუბრა.

„წითელ პარასკევს“ ეძახდნენ ხოლმე, ყოველი კვირის პარასკევს, როდესაც ახალი პატიმრები შეჰყავდათ ციხეში და ყველას ერთად ყრიდნენ კარანტინში. პირველად რომ პარასკევი მოვიდა და დავდექი ამ რიგში, არ ვიცოდი რა ხდებოდა. როგორ მახსოვს, სადღაც 80 წლამდე ბაბუ იყო, ოთხზე დააყენეს, ძროხასავით აბღავლებდნენ და ისე სცემდნენ. კატასტროფა იყო. ერთი მოზარდი შემოიყვანეს 18 წლის გახდა ჩვენთან. რომ გამოვედი [ციხიდან], ორ კვირაში გავიგე, რომ თავი მოუკლავს. ღამე მეზიზღებოდა, ისეთი ხმები ისმოდა ციხეში. დღე წამოწოლა არ შეიძლებოდა - ცემით გკლავდნენ“, - აღნიშნა ბასლანძემ.