რამაზ პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან უყვარს ძალაუფლება და ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად

რამაზ პაპუაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ძალიან უყვარს ძალაუფლება და ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად

სალომე ზურაბიშვილს ძალიან უყვარს ძალაუფლება და ყველაფერს გააკეთებს მის შესანარჩუნებლად, - განაცხადა საფრანგეთში „ქართული სახლის“ დამფუძნებელმა რამაზ პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„სალომე ზურაბიშვილის შესახებ აზრი არასდროს შემიცვლია. მას ბევრი დადებითი მხარე აქვს, ძალიან ამბიციურია, ძალაუფლება უყვარს და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ის ფიქრობს, რომ საუკეთესოა და ძალიან ზედაპირული დამოკიდებულება აქვს სხვების მიმართ. მე შემიძლია ვთქვა, რომ მას ბავშვობიდან ვიცნობ“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.