რამაზ პაპუაშვილი: ყველაფერი, რაც იწერება საქართველოსთან დაკავშირებით, არის უსამართლო და საქართველო არ იმსახურებს ამას

რამაზ პაპუაშვილი: ყველაფერი, რაც იწერება საქართველოსთან დაკავშირებით, არის უსამართლო და საქართველო არ იმსახურებს ამას

ყველაფერი, რაც იწერება საქართველოსთან დაკავშირებით, არის უსამართლო და საქართველო არ იმსახურებს ამას, - განაცხადა საფრანგეთში „ქართული სახლის“ დამფუძნებელმა რამაზ პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.

„მე სრულიად უკმაყოფილო ვარ ფრანგული პრესის და ძალიან უკმაყოფილო ვარ ევროკავშირის დასკვნებით. ვთვლი, რომ ის არ შეესაბამება სიმართლეს, უსამართლოა და საქართველო არ იმსახურებს ამას. ეს სხვადასხვა საერთაშორისო ინტერესებიდან გამომდინარეობს. არგუმენტები, რომლებიც საქართველოს საწინააღმდეგოდ არის მიმართული არის მხოლოდ კონკრეტული პირადი ამბიციების, ინტერესების გამომხატველია. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რაც საქართველოში ვცხოვრობ, პირველად ვარ ოპტიმისტი იმასთან დაკავშირებით, რასაც ვხედავ. ყველაფერი, რაც იწერება საქართველოსთან დაკავშირებით, არის უსამართლო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.