ირმა ჭკადუა: მთელმა საქართველომ იცოდა ის სისასტიკე, რომლითაც დაპატიმრებულ ადამიანებს ციხეებში ეპყრობოდნენ. წარმოუდგენელია დაივიწყო ის, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს

ირმა ჭკადუა: მთელმა საქართველომ იცოდა ის სისასტიკე, რომლითაც დაპატიმრებულ ადამიანებს ციხეებში ეპყრობოდნენ. წარმოუდგენელია დაივიწყო ის, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს


ირმა ჭკადუა
ირმა ჭკადუა

ფოტო: იმედი/ვიდეოკადრი

უფლებადამცველმა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში საქართველოს ციხეებში არსებული ვითარება გაიხსენა.

„მთელმა საქართველომ იცოდა ის სისასტიკე, რომლითაც ეპყრობოდნენ დაპატიმრებულ ადამიანებს ციხეებში. ვიცით, რომ ქუჩებშიც ხოცავდნენ ადამიანებს და იყო შემთხვევა, როდესაც სვანეთში აფრასიძეების მძინარე ოჯახს დაესხნენ თავს -დაახლოებით 1 200 ადამიანი იღებდა მონაწილეობას იმ ე.წ. სპეცოპერაციაში - პრაქტიკულად დაბომბეს მძინარე ოჯახი. ასევე ვიცით ბატონი იური ვაზაგაშვილის ბრძოლა, რომელიც თავისი შვილის, ზურა ვაზაგაშვილი საქმის გამოძიებისთვის იბრძოდა, რომელიც საკუთარი შვილის საფლავზე ააფეთქეს. ბატონი იური ამბობდა ხოლმე - უვადო მიესაჯათ ჩემი შვილისთვის, მცოდნოდა, რომ სადღაც სუნთქავსო.

წარმოუდგენელია დაივიწყო ის, რაც ამ ადამიანებმა გადაიტანეს და ძალიან სამწუხაროა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ჩვენი თანამებრძოლი იყო და ძალიან კარგად იცოდნენ რაც ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, დღეს დგანან იმ მხარეს, სადაც დგანან და თითქოს არაფერი მომხდარა, ეს დაივიწყეს. წარმოუდგენელია, დღეს იდგე იმ ადამიანების გვერდით, ვინც აწამებდა მათი დაცვის ქვეშ მყოფებს“, - განაცხადა ჭკადუამ.