ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც გვიმტკიცებენ, რომ ომი არის მშვიდობა, რომ ომი კარგია და სინამდვილეში ჩვენი მშვიდობა არის ომი. მეტი რა მტკიცებულება არის საჭირო წაშლილ ზღვართან დაკავშირებით, გარდა იმისა, რაც ვნახეთ 20 ოქტომბერს, როდესაც უცხოეთიდან დაფინანსებული „ენჯეოები“ ქართულ პარტიებთან ერთად აორგანიზებენ საარჩევნო აქციას? - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „არჩევანის პირისპირ“.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ზუსტად ეს არის საქართველოს არჩევნებში უცხოური ჩარევის მთავარი მანიშნებელი.
„წარმოგიდგენიათ, რუსეთისგან რომ ფინანსდებოდეს საარჩევნო აქციები და მიტინგები რა ყვირილი იქნებოდა ამაზე? აქ კი ორგანიზაციებმა, რომლებიც უცხოური ფულით ფინანსდებიან, ჩაატარეს საარჩევნო აგიტაციის კამპანია და სულელი აქ არავინ არის. ნურცერთი ელჩი ნუ დაგვიწყებს საუბარს, ვითომ ეს ევროპისთვის იყო. ეს იყო ცხადი აქცია „ქართლი ოცნების“ წინააღმდეგ. ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ეს „ქართლი ოცნების“ საწინააღმდეგო აქცია იყო?“ - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან გაიხსენა, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ რამდენიმე „ენჯეო“ საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად ცნო, რაც სასამართლომაც დაადასტურა.