დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან - 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

დავით კოდუა: მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან - 20 ოქტომბერს გამართულ აქციაში ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი და ზედა ეწერის 63-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები მონაწილეობდნენ

ქართული ოცნებისდელეგატი ზუგდიდის საარჩევნო ოლქში, დავით კოდუა, ოპოზიციის მხრიდან საარჩევნო კანონდარღვევის შესახებ წერს. იგი ზუგდიდის 67- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის  "ძლიერი საქართველოდან", დავით ჩქოტუას და ზედა ეწერის 63- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, ერეკლე გუჯეჯიანის ფოტოებს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ ორივე მათგანი ოპოზიციის მიერ 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ აქციაში მონაწილეობდა.

კოდუა მოუწოდებს ცესკო-, გამოიკვლიოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს კი, საარჩევნო დარღვევების ანგარიშებში ასახვას სთხოვს.

"ესეც მორიგი საარჩევნო კანონდარღვევის უხეში ფაქტები ოპოზიციის მხრიდან!

პირველ ფოტოზე ზუგდიდის #67- საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი,   ძლიერი საქართველოდან“ - დავით ჩქოტუაა, ის მონაწილეობას იღებდა 20 ოქტომბერს თბილისში გამართულ ოპოზიციური პარტიების აქციაში. ასევე ხაზარაძის კოალიციიდან აქციაში მონაწილეობდა ზედა ეწერის 63- საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი ერეკლე გუჯეჯიანი (მეორე ფოტო).

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - გამოიკვლიეთ საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ეს ფაქტები, აქვე მოვუწოდეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს შეისწავლონ და საკუთარ ანგარიშებში ასახონ ჩვენს მიერ მხილებული საარჩევნო დარღვევები." -  წერს დავით კოდუა სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/GDDavitKodua/posts/pfbid02CoyWdaKJbMGjerMqsUvFrsPaU3MXNE1FaYCh5rUsX32tNZWQNyPKRtHm7aSBVQidl