საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პრემიერის კანდიდატურასა და ტექნიკურ მთავრობას საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაასახელებს.
პრეზიდენტის ამბობს, რომ პრემიერობის კანდიდატი უკვე ჰყავს, თუმცა, დისონანსის თავიდან არიდების მიზნით, მის ვინაობას არჩევნების შემდეგ გაამხელს.
მყავდა და მყავს პრემიერობის კანდიდატი - ერთი კანდიდატი. ქარტიაში წერია, რომ მე უნდა წარვადგინო. ძალიან ბევრი ვიფიქრე, ძალიან ბევრი ვეძებე და შევჯერდი, მაგრამ მე ვუწევ ანგარიშს ამ ოთხ პარტიას, იმიტომ რომ აქ არანაირი დისონანსი არ უნდა იყოს და მათგან მოვისმინე, რომ ისინი თვლიან, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს არჩევნების შემდეგ. მართალია მათი ინტერპრეტაცია ქარტიის, რომ არ წერია იქ, მანამდე უნდა იყოს თუ მერე და რადგან მათი უმრავლესობის ხედვა იყო, რომ სჯობია, ეს არჩევნების მერე იყოს, ასევე იყო სხვადასხვა ფორმულა, როგორი უნდა იყოს მთავრობა, მე მაქვს ასევე ჩემი ხედვა“, - განაცხადა პრეზიდენტმა “ფორმულასთან“ ინტერვიუში.