არ მაქვს საფუძველი “ქართულ ოცნებას” არ დავუჯერო. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ყაზანში BRICS-ის სამიტზე ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა.
მისი თქმით, საფუძველი არ გააჩნია არ დაუჯეროს პარტია “ქართული ოცნებას” , როდესაც მათ მოჰყავთ დიალოგები, რომ დასავლეთის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ აქეზებდნენ.
“არ მაქვს საფუძველი მათ “ქართულ ოცნებას” არ დავუჯერო. დიალოგები მოჰყავთ დასავლეთის ქვეყნებთან, რომლებიც პირდაპირ აქეზებდნენ რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებებისთვის. საფუძველი არ მაქვს მათ არ ვენდო”, - განაცხადა ლავროვმა.