არჩევანია - დამოუკიდებლობა თუ არა დამოუკიდებლობა, ასე ვთქვათ. საქართველოსთვის ახალი არჩევანი არ არის, მთელი ისტორია ასე იყო, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ.
მან განმარტა მიზეზები, თუ „თუ რატომ აიკვიატა დასავლეთმა საქართველო“.
„არჩევანია-დამოუკიდებლობა თუ არა დამოუკიდებლობა, ასე ვთქვათ. საქართველოსთვის ახალი არჩევანი არ არის, მთელი ისტორია ასე იყო. ერთ საიდუმლოს გავთქვამ, ანალიტიკოსებს გვაქვს ხულიგნობის უფლება, რატომ აიკვიატა დასავლეთმა საქართველო, რატომ აითვალწუნა. ჯერ კიდევ 2021 წელს ტრამპის პომპეო, ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ საგარეო საქმეთა მინისტრი, ჩამოვიდა და თქვა, აქ ჩინეთი არ შემოუშვათო, ანაკლიის პორტზე, დემოკრატიული არ არისო. იმავე წელს ქართველებმა ჩუმად, ისე, რომ არავის გაუგია, ჩინეთიდან მატარებელი შემოიყვანეს საქართველოში და 2023 წელს საერთოდ სტრატეგიული ხელშეკრულება დადეს, ისიც ისე, რომ არავის გაუგია. ანუ, ქართველები ჩინეთთან აწყობენ ხიდს და პომპეო მაგიტომ მოვიყვანე მაგალითად, ამერიკელებს ეს არ მოსწონთ, იმიტომ, რომ ეს ჩინეთი მათთვის აღიქმება, როგორც კონკურენტი.
ჩინური ეკონომიკა დღეს თითქმის გათანაბრებულია თავისი მაჩვენებლებით ამერიკულ ეკონომიკასთან, ხან ერთია წინ, ხან მეორე. ამერიკა უფრო ხშირად, რა თქმა უნდა. ამ ფონზე არის, რომ ამერიკამ გადაწყვიტა ხელისუფლების შეცვლა. ამ ფონზე აქცენტი გააკეთა მეორე ფრონტის აქ გახსნაზე, რომელიც არაფერს მოიტანდა, სამხედრო თვალსაზრისით არ გადაატრიალებდა, ასე ვთქვათ, კონტინენტს, ოღონდ ხელისუფლების შეცვლას შეუწყობდა ხელს არეული ქვეყანა. თან არეულ ქვეყანაში არ შემოიტანდა ტრანზიტით ტვირთებს ჩინეთი. რომ მივიდეს საქართველო იმ მდგომარეობამდე, რომ ჩინეთმა ტრანზიტი არ განახორციელოს ევროპაში მიმავალი. ამაზე მიდის ახლა თამაში. მაგიტომ ვთქვი, საქართველოს დამოუკიდებლობაზე მიდის თამაში, იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებელი არჩევანი იყო ჩინეთთან ურთიერთობა. ევროპასთან ურთიერთობა თავიდანვე მოგვდევს, ეგ არ არის აღმოსაჩენი. ჩინეთთან ურთიერთობა რადგანაც არ მოეწონათ, ამიტომ დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ გადატრიალდეს ხელისუფლება“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.