რადიკალური მედიასაშუალებები და რადიკალური „ენჯეოები“ იმიტომ ემალებიან ამ გამჭვირვალეობას, რომ ძალიან ბევრ შავ ფულს ატრიალებენ და ესეც ერთ-ერთი მაგალითია, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „მთავარ არხში“ უკანონო ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაციის შფასებისას.
„ძალიან ბევრი შავი ფული ტრიალებს, მან პირდაპირ ხელი დაადო ბატონ ნიკა გვარამიას, ასევე კობა ნაყოფიას სახელმაც გაიჟღერა. ისეთი ტიპის ტრანზაქციები ხდება, რომლებიც არ არის ლეგალური და თანაც ისეთი, როგორზე თავად დირექტორის უშუალო ხელმოწერაა საჭირო და მისი ხელმოწერის გარეშე გადის. ჩვენთვის დიდი ხანია, ცნობილია, რომ ეს რადიკალური მედიასაშუალებები და რადიკალური „ენჯეოები“ იმიტომ ემალებიან ამ გამჭვირვალეობას, რომ ძალიან ბევრ შავ ფულს ატრიალებენ და ესეც ერთ-ერთი მაგალითია ამის”, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით „ნაციონალურ მოძრაობაში“ შავი ფულის გათეთრების სქემაზე „მთავარი არხის“ ერთი-ერთი დირექტორი, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი გიორგი ქურდაძე ალაპარაკდა. მან ოფიციალური წერილით ეროვნულ ბანკსაც მიმართა. სქემაში ჩართულები არიან ნიკა გვარამია, მთავარი არხის ხელმძღვანელობა, კობა ნაყოფია, „თიბისი ბანკი“ და სააგენტო „ნიუ სეილსი“. საუბარია მილიონობით ლარზე, რომელიც მათ შორის უცხოეთიდან შემოდის.